(995) 595221515 (995)595746126 info@bokas.ge

რბილი პანელები

რბილი პანელები

АRT-სახელოსნო «BOKAS» შეკვეთით ამზადებს კედლის რბილ პანელებს. ჩვენი სახელოსნო თბილისშია, თუმცა ვაწარმოებთ სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით. მომსახურეობაში შედის:

  1. ობიექტზე მისვლა, ზომების აღება, საწყისი ინტერიერის მონაცემების დაზუსტება და კლიენტის სურვილების განხილვა.
  2. ესკიზის მომზადება (ფორმა, ზომა, სისქე, მასალა, ფერი და ა. შ.); საბოლოო შეთანხმება და სანიმუშო პანელის დამზადება.
  3. შეკვეთის შესრულება.
  4. მონტაჟი.

როგორ ვმუშაობთ?

გთავაზობთ თანამშრომლობას ორ ფორმატში:

  1. მუშაობა მზა პროექტზე - ჩვენ შევასრულებთ უკვე არსებულ იდეას ისე, როგორც ეს აქვს მოფიქრებული დიზაინერს ან კლიენტს.
  2. პროექტის მომზადება ნულიდან - ჩვენ შევქმნით და შევასრულებთ კედლის რბილი პანელების პროექტს თავიდან ბოლომდე.

საკუთარი წარმოების გათვალისწინებით, ჩვენ თავიდანვე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს. დიზაინი შემოფარგლულია მხოლოდ კლიენტის სურვილითა და ფანტაზიით - ჩვენ ვართ მზად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი.

  • ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი ფორმის და ზომის პანელებს.
  • ჩვენ ვმუშაობთ მრავალფეროვანი მასალით.
  • დამზადების დრო - 3 კვირამდე.
  • ჩვენ მოვალთ თქვენთან პროექტის შესათანხმებლად.
  • ჩვენ უფასოდ დაგიმზადებთ სანიმუშო პანელს.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ მოტანას და მონტაჟს.

რბილი პანელებით კედლების და ჭერის მოპირკეთება გახდა ძალიან პოპულარული თანამედროვე სივრცის დიზაინში. რბილი პანელების გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ პრინციპულად ახალი და  არისტოკრატული ინტერიერი. რბილი პანელები გამოიყენება ნებისმიერ სტილში - ბაროკოდან მინიმალისტური სტილის ჩათვლით.

ჩვენი პროდუქცია იდეალურია კედლის და ჭერის მოსაპირკეთებლად საძინებელში, საბავშვო ოთახში, მისაღებში, კაბინეტებში, სახლის კინოთეატრებში. ასევე პრაქტიკული და ლამაზია კაფეებში, ოფისებსა და სასტუმროებში.

გარდა მაღალი დეკორატიული ეფექტისა, რბილ პანელს ახასიათებს მთელი რიგი უპირატესობები სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან (შეღებვა, შპალერი) შედარებით:

რბილი პანელების მახასიათებლები:

  • ¨ ხმის იზოლაცია (4,5 dB);
  • ¨ თბოიზოლაცია( k სითბოს გამტარიანობა— 0,17 Вт/м*К);
  • ¨ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალა;
  • ¨ ფორმის, ზომისა და ზედაპირის მასალის მრავალფეროვანი არჩევანი;
  • ¨ მარტივი მონტაჟი და დაზიანებული პანელის გამოცვლა;
  • ¨ სივრცის ზონირება გადატიხვრის  და/ან შირმის ნაცვლად;
  • ¨ შეხამება სხვა მოსაპირკეთებელ მასალებთან;
  • ¨ კედლის უსწორმასწორობის ან დეფექტების დამალვა;
  • ¨ კომუნიკაციების და ელექტრო-სადენების დამალვა;
  • ¨ მარტივი ექსპლუატაცია და მოვლა.