ეგზო-ტყავი ინტერიერში
ეგზო-ტყავის გამოყენება მრავალფეროვანი, მდიდრული, უცხო და განსაკუთრებულია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია:
- დაგიმზადოთ ჩარჩო სურათისთვის ან სარკისთვის;
- ჩავსვათ ნიანგის ტყავი ჩარჩოში და გამოვა სურათი;
- მოვაპირკეთოთ ბოძი, კოლონა ან ნიშა შპალერივით;
- დავამზადოთ რბილი პანელები;
- ჩავსვათ ავეჯში (უჯრის ან კომოდის ზედაპირი) ან შიდა კარებში ელემენტად.
ეგზო-ტყავი მარტივად წებდება ნებისმიერ ზედაპირზე და იღებება ნებისმიერ ფერში მდგრადი საღებავების გამოყენებით.