(995) 595221515 (995)595746126 info@bokas.ge

სურათი-ბარელიეფი

სურათი-ბარელიეფი

სურათი-ბარელიეფი და კედლის ბარელიეფი

ჩვენი სახელოსნო გთავაზობთ თქვენი ინტერიერის გამდიდრებას ბარელიეფით. თქვენ შეგიძლიან აირჩიოთ სურათი-ბარელიეფი, რომელიც იკიდება კედელზე როგორც ჩვეულებრივი სურათი, ან კედლის ბარელიეფი, რომელიც იქმნება უშუალოდ კედელზე.

სურთათი-ბარელიეფი მზადდება ფანერაზე, შპაკლით, აკრილის საღებავებით და დეკორით. ჩარჩო მზადდება შპაკლისგან ან ეგზო-ტყავით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სურათი არსებული კოლექციიდან, შეგვიკვეთოთ რე-მეიკი (იგივე სიუჟეტი) იგივე ან სხვა ზომებში, და შეგვიკვეთოთ კონკრეტული სიუჟეტი. სურათი-ბარელიეფის დამზადება შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში.

კედლის ბარელიეფი მზადდება კონკრეტული ფართისთვის და განათების გათვალისწინებით. სასურველია ეს მოხდეს სარემონტო მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულებამდე. ყველა დეტალი წინასწარ თანხმდება. კედლის ბარელიეფის დამზადების დრო მერყეობს ერთი კვირიდან სამ კვირამდე სირთულისა და ზომის გათვალისწინებით.